დავით ქართველიშვილი: დღეს უკვე ევროკომისიების დონეზე გაისმის მოწოდებები, რომ “ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყდეს” – ასე რომ დღეიდან ან საკუთარი “დემოკრატიის” უკუსვლას მიხედონ, ან ჩვენს “აგრესიულ რიტორიკას” თავი დაანებონ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის სკანდალურ აღიარებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ევროკავშირის სახსრები, რომლებიც “კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ” მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოში სწორედ ამ სქემით, იხარჯებოდა თანხები ნიკა მელიას გირაოს გადახდაში, ე.წ. “დემოკრატიის ფესტივალის” მოწყობაში, რომლის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD), ხოლო დამფინანსებელი დანიური მხარე. მისივე თქმით, დღეს უკვე ევროკომისიის დონეზე გაისმის მოწოდებები, რომ ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყდეს.

„ესეც მორიგი თვითლუსტრაცია, აღიარება და ჩვენების მიცემა იმაში, რასაც წლებია ღიად ვაცხადებდით და რასაც “კრემლის დეზინფორმაციას”, “დემოკრატიის უკუსვლას”, “ანტიდასავლურ და აგრესიულ რიტორიკას” უწოდებდნენ “დიფ სთეიტის” რეზიდენტურის მესვეურები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. აწი კრემლი და ФСБ საკუთარ რიგებში მოიკითხეთ.
ევროკომისიის აღიარების დონეზე გაირკვა, რომ წლების განმავლობაში მორიგი საერთაშორისო აფიორა, “კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის” ფარგლებში – ყოველწლიურად ათობით მილიონობით ევრო იხარჯებოდა საკუთარი გავლენების ქვეშ იმ სანდო NGO-ებზე, რომლებსაც “დიფ სთეიტის” ინტერესებში შემავალი პოლიტიკური ლობიზმის საქმიანობა უნდა განეხორციელებინათ.
საუბარია ე.წ. LIFE სახელწოდებით ცნობილ პროგრამაზე, რომლის დაფინანსების ორი მესამედი სრულიად გაუმჭვირვალედ, მემარცხენე ძალების მხრიდან ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად იყო გამოყოფილი. საუბარია თანხებზე LIFE პროგრამიდან, რომლითაც გარემოსდაცვითი ინიციატივები უნდა დაფინანსებულიყო და 2014 წლიდან 9 მილიარდ ევროს მოიცავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკომისიამ დაადგინა, რომ “აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა არასათანადო ლობირებას“.
შიდა დოკუმენტების მიხედვით, დადგინდა რომ ევროკავშირის კლიმატის ყოფილმა კომისარმა ფრანს ტიმერმანსმა გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან საიდუმლო კონტრაქტები შექმნა – ევროკომისიამ უზრუნველყო არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ის სამიზნე, რომელიც ევროკომისიის კლიმატური დღის წესრიგს “პოლიტიკურად ეწინააღმდეგებოდა”.
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ბევრი NGO-ის დაფინანსებას თან ახლდა პირობები: NGO -ებს უნდა დაემთხვიათ თავიანთი კამპანიები კომისიის პოლიტიკურ მიზნებთან, მათ შორის ოპონენტების „ნეიტრალიზება“ იმ გზით, რომ ეწარმოებინათ ჩრდილოვანი ლობირება, შეექმნათ საზოგადოებრივი აზრის შემობრუნების კამპანიები და ზეწოლა მოეხდინათ გადაწყვეტილებების მიმღებებზე „მწვანე შეთანხმების“ კრიტიკოსების წინააღმდეგ.
საქართველოში სწორედ ამ სქემით, იხარჯებოდა თანხები ნიკა მელიას გირაოს გადახდაში, ე.წ. “დემოკრატიის ფესტივალის” მოწყობაში, რომლის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD), ხოლო დამფინანსებელი დანიური მხარე. დღეს უკვე ევრო კომისიების დონეზე გაისმის მოწოდებები, რომ “ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყდეს” – ასე რომ დღეიდან ან საკუთარი “დემოკრატიის” უკუსვლას მიხედონ, ან ჩვენს “აგრესიულ რიტორიკას” თავი დაანებონ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები