კატეგორია

შემთხვევა

შემთხვევა

საბურთალოს რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოს რაიონში ერთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ მეზობლებს შორის კონფლიქტი უძღოდა. "კვირა" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.…

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თბილისში, გაჩერებაზე ორ ადამიანს ავტობუსი დაეჯახა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავდა ორი ადამიანი. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის…

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "კვირას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის…

ზუგდიდში, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში ხანძარია – არიან დაშავებულები

ზუგდიდში, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. როგორც "კვირას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი - ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი.…

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. როგორც საგანგებო…

ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ხანძარია

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ხანძარია. როგორც "კვირას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია.

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ზესტაფონში, სოფელ სვირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ მუგარეთთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰონდას“ მარკის ავტომობილი სავარაუდოდ, გადასასწრებად მანევრს ასრულებდა, რა დროსაც საჭე ვერ…