რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს
რომის პაპმა ფრანცისკემ ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფო დატოვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, საავადმყოფოს დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე რომის პაპი აივნიდან გულშემატკივრების წინაშე საჯაროდ გამოჩნდა და მათ მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ რომ, 88 წლის რომის პაპი საავადმყოფოში 14 თებერვალს თავდაპირველად მძიმე რესპირატორული ინფექციით გადაიყვანეს, შემდგომში მას პოლიმიკრობული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ორივე ფილტვის პნევმონიაში გადაიზარდა. ექიმების თქმით მის სრულ გამოჯანმრთელებას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება.