გიორგი ძიგუა: ვაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ ბევრი ახალგაზრდისთვის შევქმნათ საუკეთესო და მრავალმხრივი შესაძლებლობები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის საკვირაო სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“ წარმატებით დასრულდა.
დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, ტაძრის ტერიტორიაზე, საკვირაო სკოლის მოსწავლეების ნახატები, კალიგრაფიული ნაშრომები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტის განხორციელებას, განსაკუთრებულად კი მამა ლევანს, რადგან მისი მხარდაჭერით წარიმართა პროექტი წარმატებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ ბევრი ახალგაზრდისთვის შევქმნათ საუკეთესო შესაძლებლობები“, – განაცხადა გიორგი ძიგუამ.
სასწავლო პროცესი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას უშუალოდ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა ლევან ჯანაშია ხელმძღვანელობდა.
პროექტის მიზანი დროებით დევნილი ახალგაზრდების რესოციალიზაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერაა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.