დავით ნარმანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გახსნას დაესწრო

  თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში „ტოიოტა მოტორს კორპორეიშენის“ ახალი დილერის – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
როგორც ცენტრის გახსნის ცერემონიალზე დავით ნარმანიამ განაცხადა, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და რეგიონული დატვირთვის მქონე ცენტრი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თბილისი რეგიონის საქმიანი ეკონომიკური ცენტრია.
“მე რამდენიმე თვის წინ დავათვალიერე მშენებლობა, დღეს შედეგი სახეზეა, ცენტრი ამუშავდა, გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა კონკურენციაც, რას მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ იზრდება ხარისხიან სერვისზე მოთხოვნა, ცენტრში დასაქმებული ადამიანების ოჯახებში კი დამატებითი შემოსავალი ჩნდება.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორის გეგა მეთეფშიშვილის თქმით, ცენტრი უნიკალურია კავკასიის რეგიონში თავისი მასშტაბებით და “ტოიოტას” ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და ორიენტირებულია მომსახურების უმაღლეს ხარისხზე. მისივე თქმით, ცენტრში ინვესტირებულია 15 მილიონამდე ლარი, დასაქმებულია 120 ადამიანი.
ცენტრის გახსნაზე აღინიშნა, რომ განახლებული სერვისი ახალ შენობაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ცენტრი განთავსებულია 10 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმსა და სერვისცენტრს. ცენტრი გათვლილია დღეში საშუალოდ 250 ავტომობილის მომსახურებაზე. აღნიშნული პროექტი „თიბისი ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელდა.
გახსნის ცერემონიალს „ტოიოტა მოტორს“ ევროპიდან (TME), „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი“ იაპონიიდან (TTC) Japan, მთავრობის წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები