ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 1 586 ბენეფიციარს 492 051 ლარის დახმარება გაეწია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 1 586 ბენეფიციარს 492 051 ლარის დახმარება გაეწია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
,,მათ შორის:
🔲 295 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 259 124 ლარი გამოიყო;
🔲 162 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 31 400 ლარით დაფინანსდა;
🔲 ონკოლოგიური დაავადებების მქონე 33 პაციენტი 31 863 ლარით დაფინანსდა;
🔲 114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 550 ლარით დაფინანსდა;
🔲 363 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 260 ლარით დაფინანსდა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა”,- წერია ინფორმაციაში.