ბოლნისში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბალახაურის, მუხრანასა და დისველის მოსახლეობას შეხვდა და მათ წინაშე არსებულ საკითხებს ადგილზე გაეცნო.
„შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს, რომლებიც წლის ბოლომდე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და, საჭიროების მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება,“- წერია ინფორმაციაში.