ბორჯომში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025“ -ის რეგიონული თამაშები გაიმართა
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სასპორტო სკოლაში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025“ -ის რეგიონული თამაშები გაიმართა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები, გოგონები და ვაჟები ერთმანეთს კალათბურთში შეეჯიბრნენ.
„პირველი ადგილი გოგოებში ქალაქ ბორჯომის № 1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ვაჟებში კი ბორჯომის №3 სკოლის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა.
გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ისინი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ მამუკა ლურსმანაშვილმა, სასპორტო სკოლის დირექტორმა ელიზბარ სტეფნაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
პირველ ადგილზე გასული გუნდები აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.