ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, მობილიზებულია 70-მდე სპეციალური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი, გვეხმარებიან მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები

“დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი თავდგირიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თავდგირიძის განცხადებით, მობილიზებულია როგორც რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა, ისე – მუნიციპალიტეტის 700-მდე თანამშრომელი, რომლებსაც მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც უწევენ დახმარებას.

“დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა – ბათუმის მერია, არჩილ ჩიქოვანი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო და აჭარის მთავრობა, თორნიკე რიჟვაძე. მობილიზებულია 70-მდე სპეციალური ტექნიკური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი. ამასთანავე გვეხმარებიან მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოს წევრებთან ერთად უბნების მიხედვით არიან გადანაწილებული. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებისა და ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან გაწმენდა. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ მოქალაქეებთან, რომლებმაც დახმარებისთვის მოგვმართეს”, – წერს ირაკლი თავდგირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები