ზესტაფონში, ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

   ზესტაფონში, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის ცხედრი მაშველებმა შვიდ მეტრიანი ორმოდან ამოასვენეს. ის შვიდ მეტრიან ორმოში იყო მოყოლილი. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ცხედრის ამოყვანა იმის გამო გართულდა, რომ ის ნანგრევებში ღრმად იყო.
“14.00 საათიდან ვცდილობდით ცხედრის ამოყვანას, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იყო. საბოლოოდ დილით, 4 საათისთვის მოვახერხეთ 7 მეტრი სიღრმიდან ცხედრის ამოყვანა”, – განუცხადა ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ აკაკი ტყავაძემ.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღაზიის კედლის ჩამონგრევის შედეგად, 30 წლამდე მამაკაცი ნანგრევებში მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები