გიორგი ვოლსკი: გრანტების მართვის სააგენტო ისეთ პროექტებს განახორციელებს, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ემსახურება

,,გრანტების მართვის სააგენტო, რასაკვირველია, განახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც ქვეყნისთვის არის კარგი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ემსახურება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, ფონდის შექმნას ითვალისწინებს.

ვოლსკის თქმით, ყველა რესურსი, რომელიც მიმართულია ხალხისთვის სასარგებლო ღონისძიებების განსახორციელებლად, ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი უნდა იყოს.

„საქართველოში უცხოური გრანტებით არაერთი კარგი პროექტი განხორციელდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კარგი პროექტებიც გამოყენებული იყო მხოლოდ იმისთვის, რომ გავლენის რესურსი გაეძლიერებინათ. ყველა რესურსი, რომელიც მიმართულია ხალხისთვის სასარგებლო ღონისძიებების განსახორციელებლად, რასაკვირველია უნდა იყოს მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან. გრანტების მართვის სააგენტო, რასაკვირველია, განახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც ქვეყნისთვის არის კარგი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და პროექტების განხილვის თემა ერთ-ერთ საგანგებო მნიშვნელობის მიმართულებას წარმოადგენს ამ სააგენტოსთვის. ასე რომ, პროექტების განხილვა უნდა მოხდეს პროფესიონალების მიერ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები