„უკრაინის ბედი გადაწყვეტს მთელი კონტინენტის ბედს“ – შმიჰალმა ხორვატიის პარლამენტს მიმართა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა ხორვატიის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა, მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონე აღნიშნა.

„ჩვენ ვაფასებთ დახმარებას, რომელსაც ხორვატია გვაძლევს სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან. მადლობელი ვართ ხორვატიის პარლამენტის უკრაინის საეტაპო და ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მეორე დღეს, აქ მიღებულ იქნა უკრაინის შესახებ დეკლარაცია და მოგვიანებით ხორვატმა პარლამენტარებმა 1932-33 წლების გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს“, – განაცხადა შმიჰალმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი და ფლაგმანი რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ.

„ომის წლებში ჩვენ მივიღეთ ფასდაუდებელი გამოცდილება. ჩვენი თავდაცვის ძალები იბრძვიან ნატოს სტანდარტების შესაბამისად. უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები მხოლოდ გასულ წელს 6-ჯერ გაიზარდა. ჩვენ თითქმის ნულიდან ავაშენეთ დრონების წარმოების ინფრასტრუქტურა“, – თქვა შმიჰალმა.

გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ ევროპა ამჟამად თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტს გადის და უკრაინის ბედი მთელი კონტინენტის ბედს გადაწყვეტს.

შმიჰალმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა მალე გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები