“ოფიციალური ვიზიტის დროს თუკი საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი ვიზას, არ არის პრობლემა” – პაპუაშვილი
“ოფიციალური ვიზიტის დროს თუკი საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი ვიზას. არ არის პრობლემა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“მინდა ვთქვა, რამდენად არაევროპული, მათ შორის რამდენად მდაბალი საქციელია, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ზოგადად ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაც იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ, ამასაც ვხედავთ. როცა განსაკუთრებით გვესაუბრებიან დემოკრატიაზე და იმ კაბინეტებში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ზუსტად იმ კაბინეტებში, შარშან ეჯდათ ზურაბ ადეიშვილი, ადამიანი, კრიმინალი, რომელიც იძებნება, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში. ვისი სქემები იყო „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ტელევიზიების მფლობელებისთვის წართმევა – ზურაბ ადეიშვილის სქემებით მოხდა ეს ყველაფერი. ეს ადამიანი უზით იმ კაბინეტში და შემდეგ იმ კაბინეტიდან ქართველ ხალხს ელაპარაკებიან დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.