“სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილი იქნება ალბათ, თუკი დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში და ეს ქვეყანა აღარ იარსებებს” – მათიკაშვილი

“სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილი იქნება ალბათ, თუკი დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში და ეს ქვეყანა აღარ იარსებებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილი იქნება ალბათ, თუკი დიდი ბომბი ჩამოვარდება საქართველოში და ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. ყოველ შემთხვევაში, მისი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იმის მანიშნებელია, რომ ყოველგვარი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას, სუვერენიტეტს ნეგატიურად ეკიდება. ის არის ჩვეულებრივი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი და ასრულებს იმ დავალებებს, რაც გააჩნია „გლობალური ომის პარტიისგან“, იგივე „დიფ სთეითისგან“. მას დიდხანს აღარ მოუწევს ასეთი გადაწყვეტილებებით ან დამწუხრება, ან გახარება, რადგანაც ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე იქნება ამერიკული პოლიტიკის შესაბამისი ეფექტი, მათ შორის, ევროპაზეც და ყველა კარგად შეიგნებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება არანაირად არ უშლის ხელს, არც ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას და არც მათ დემოკრატიულ განვითარებას. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილისთვის კიდევ ერთხელ გახდება ნათელი და ცხადი, რომ მისი ანტიქართული მოღვაწეობა არის დასრულებული,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, უცხოური აგენტების რეაგირების მიზნით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, უჩვეულოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები