“ოპოზიცია აგრძელებს საქართველოს მტრობას, მათთვის არ არსებობს არაფერი წმინდა” – ბოჟაძე

“ოპოზიცია აგრძელებს საქართველოს მტრობას. მათთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, არაფერი ღირებული, არც სახელმწიფო და არც სახელმწიფოს ინტერესები”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებს ეყოფათ ღირსება და მიუხედავად იმისა, რომ მათ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისგან, ევროპის სახალხო პარტიისგან, ბრიუსელის სხვადასხვა ჩინოვნიკისგან, აქვთ პირდაპირი დავალება, რომ ჩვენი ქვეყანა და დელეგაცია დასაჯონ. დარწმუნებული ვარ, მათ ეყოფათ ღირსება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები