საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი: ევროკავშირის მოქმედებებს მხარს ვუჭერთ
საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი არტურ გებალი დიპლომატიური პასპორტის მქონე ქართველი პირებისთვის სავიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ვფიქრობთ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელ ვითარებას კარგად ასახავს. ასევე ვფიქრობთ, რომ სიმბოლური ჟესტია ევროკავშირის მხრიდან და პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ. ჩვენ შუამავლის როლი გვაქვს და ამიტომ ევროკავშირის მოქმედებებს მხარს ვუჭერთ“, – აღნიშნა გებალიმ.