შოთა ბერეკაშვილი: EMAAR Group-ის მსგავსი დეველოპერული ჯგუფის შემოსვლა საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი მოვლენაა

“EMAAR Group-ის მსგავსი დეველოპერული ჯგუფის შემოსვლა საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი მოვლენაა, მინდა მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ ეკონომიკურ ჯგუფს ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება”,- ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ინვესტიცია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება.

„ინვესტიციების მასშტაბი 6 მილიარდი დოლარია, სხვა სიტყვებით, ეს არის ჩვენი მშპ-ს 18%, რაც უპრეცედენტოდ დიდი ზომის ინვესტიციებია. მსგავსი ინვესტიცია პირველ რიგში ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს, შეიქმნება ათასობით ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი ისეთ სექტორებში როგორიცაა უძრავი ქონება დეველოპმენტი, მშენებლობა, წარმოება, მომსახურების სექტორი. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებზე, მათ კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები