სასწრაფოდ: ავტოავარიას ლანჩხუთის „გურიის“ ფეხბურთელი ემსხვერპლა

 თბილისში, დიღმის ტრასაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად ლანჩხუთის „გურიის“ ფეხბურთელი ნიკა კილაძე დაიღუპა. როგორც „კვირას“ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიის“ ხელმძღვანელმა გიორგი ფაცურიამ განუცხადა, ნიკა კილაძე გუნდის ძირითად შემადგელობაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში თამაშობდა. „ძირითადად ლანჩხუთში იყო, მაგრამ ხშირად თბილისში ჩადიოდა, რადგან ოჯახი თბილისში ცხოვრობს. ნამდვილად დიდი ტრაგედია მოხდა. გაოგნებულები ვართ. არ ვიცი რა გიპასუხოთ“, – აღნიშნა გიორგი ფაცურიამ. შემთხვევა გუშინ საღამოს, სავაჭრო ცენტრ „კარფურთან“ მოხდა. . 26 წლის ნიკა კილაძე, მეგობარ გოგონასთან ერთად მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილს შეეჯახა.
ახალგაზრდა გოგონა ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

10717530_833403396682155_669021751_n

10720988_833403463348815_1387188472_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები