დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა

 თბილისში, დიღმის ტრასაზე, “კარფურთან” ახლოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მეგობარ გოგონასთან ერთად მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილს შეეჯახა.
ახალგაზრდა გოგონა ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები