რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში 58 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გააუვნებელყვეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში 58 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, უკრაინამ დრონები ბრიანსკის ოლქის, ყირიმის, კრასნოდარის, სმოლენსკის, ტვერის, როსტოვისა, კურსკისა და კალუგის რეგიონების მიმართულებით გაუშვა.
„რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 25 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 17 ყირიმის ტერიტორიაზე, 11 კრასნოდარის, 10 სმოლენსკის, 2 ტვერის და თითო-თითო როსტოვის, კურსკისა და კალუგის რეგიონებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სმოლენსკის რეგიონის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმის შედეგად სმოლენსკის ოლქში მდებარე ნავთობის ერთ-ერთ საცავში ხანძარი გაჩნდა.
„წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად, მოხდა საწვავის დაღვრა და საწვავის და საპოხი მასალების აალება” – აცხადებს სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი.