ზელენსკი: ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, მჯერა, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აქვს პოტენციალი, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის შეჩერებაში.

„ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას ნამდვილად შეუძლია შეაჩეროს პუტინი ან დაგვეხმაროს მის შეჩერებაში. ჩვენ გვქონდა რამდენიმე საუბარი, როგორც შეხვედრებით, ასევე ტელეფონით. ის არის ძლიერი და არაპროგნოზირებადი. ძალიან მინდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციაზე იყოს ორიენტირებული. მე მჯერა, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მისი ურთიერთობა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან ჯერჯერობით მხოლოდ დადებითი იყო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ურთიერთობების დამყარება“, – დასძინა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი კავშირების დამყარების მცდელობები უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები