მედია: შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშებს განიხილავდა
შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშებს განიხილავდა,- ცნობას სააგენტო Axios-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შესაბამისი სცენარი პრეზიდენტ ბაიდენს განსახილველად მისმა მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა წარუდგინა. გეგმა პოტენციურ იერიშს იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუ ირანი 20 იანვრამდე ბირთვული იარაღის შექმნისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდა.
Axios-ი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისა და მისი მრჩევლის საუბარი ამ საკითხზე რამდენიმე კვირის წინ შედგა, თუმცა მისი შინაარსი დღემდე გასაიდუმლოებული იყო. ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრისას ბაიდენმა სალივანის წინადადებას მწვანე შუქი არ აუნთო.