არჩილ გორდულაძე: იმ ადამიანს, რომელიც სულ რამდენიმე საათში მხოლოდ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილად დარჩება, ალბათ უნდა მოვუწოდოთ, რომ ერთხელ მაინც ამ ექვსი წლის განმავლობაში წაიკითხოს კონსტიტუცია

იმ ადამიანს, რომელიც სულ რამდენიმე საათში მხოლოდ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილად დარჩება, ალბათ უნდა მოვუწოდოთ, რომ ახლა მაინც გადაავლოს თვალი კონსტიტუციას და შემდეგ თავის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ აღმოაჩინოს, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

გორდულაძე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, რომ ერთხელ მაინც გაადაავლოს თვალი კონსტიტუციას, რათა არ გამოიკვეთოს მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ინდულგენცია არავისთვის არ არის თანამდებობაზე ყოფნა ან ყოფილი თანამდებობის პირად ყოფნა, შესაბამისად, მის ქმედებებში არ უნდა იყოს არავითარი კანონსაწინააღმდეგო, რადგან კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია. ზუსტად ეს არის ის რომაული პრინციპი, რომელზეც დგას მთელი დასავლური ცივილიზაცია“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები