ირაკლი ზარქუა: ჩვენს დიასპორას უნდა ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, რომ თავიანთ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი

,,ჩვენ, მთელი დიპლომატიური კორპუსიც, მთავრობაც, პარლამენტიც აქცენტირებულები ვართ, რომ ჩვენი ინტერესები ხმამაღლა ვთქვათ და დავიცვათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაში.

ამასთან, ზარქუას თქმით, ყველა მიმართულება რაც დიასპორის საკითხებს ეხება, მნიშვნელოვანია რომ გაძლიერდეს.

„ჩვენ, მთელი დიპლომატიური კორპუსიც, მთავრობაც, პარლამენტიც აქცენტირებულები ვართ, რომ ჩვენი ინტერესები ხმამაღლა ვთქვათ და დავიცვათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამავდროულად, ყველა ის მიმართულება, რაც დიასპორას ეხება, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ – მათი პრობლემების გადაჭრა და მნიშვნელოვანია, რომ ამ და შემდეგ წლებშიც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ ღირსებით მოიპოვოს ევროინტეგრაცია, საბოლოო გამარჯვება, ხოლო ჩვენს დიასპორას კიდევ ჰქონდეს მეტი შესაძლებლობები, რომ თავიანთ ქვეყანაში იყვნენ მაქსიმალურად წარმოდგენილნი“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები