ავთანდილ თალაკვაძე: საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ოჯახებს, რომელთაც სტიქიამ საცხოვრისი დაუნგრია და არ აქვთ საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, კომპენსაცია გადაეცათ 50 000 ლარის ოდენობით

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავიწყეთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცათ“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბიუჯეტის განხილვისას.
მისივე თქმით, ოჯახებს, რომელთაც სტიქიამ საცხოვრისი დაუნგრია და არ აქვთ საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით გადაეცათ.

„საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ოჯახებს, რომელთაც სტიქიამ საცხოვრისი დაუნგრია და არ აქვთ საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, კომპენსაცია გადაეცათ 50 000 ლარის ოდენობით; იმ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ან სტიქიის მომენტისთვის ჰქონდათ რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, გადაეცათ კომპენსაცია 30 000 ლარის ოდენობით,“- აღნიშნა მერმა.

ოზურგეთის მერმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაზარალებულ ოჯახებზე გაცემული კომპენსაცია არ გახდება სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების საფუძველი.

„ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 455-მა ოჯახმა (დაზარალებულთა ოდენობის 97%) უკვე შეძლო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც განაცხადთან ერთად გადაიგზავნა და მათმა დიდმა ნაწილმა უკვე მიიღო შესაბამისი კომპენსაცია,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები