“პროტესტების მეხუთე დღეს უკვე ნათელი იყო, რომ გადატრიალების სცენარი ჩაუვარდათ” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
გოგავა მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
“პოლიტიკური კრიზისი, რასაც ხალხი დღევანდელ ვითარებას უწოდებს, ხელოვნურია, ეს არის ტექნოლოგია და არა ბუნებრივი კრიზისი, გამომდინარე იქიდან რომ უცხო ქვეყნის მეხუთე კოლონა, რომელიც წლების განმავლობაში უცხოეთიდან ფინანსდება, აქციების უკან დგას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქციებმა მასიურობა ვერ შეიძინეს, დაიწყეს აკერმანის მეთოდოლოგია, ეს ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის ტექნოლოგიაა. არსებობს ჯინ შარპის მეთოდოლოგია, რომელიც 2003 წელს მოგვიწყვეს, მეორეა აკერმანის, ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის ტექნოლოგია. ჩვენ ვართ აკერმანის სცენარში, რაც ხელისუფლების ჩამოშლას გულისხმობს. მრავალი ინდიკატორი არსებობს, რომელიც ხელისუფლების დამხობის ოპერაციის წარმატებას განაპირობებს. პირველ რიგში, ესაა ე.წ. დუმილის სპირალი. ეს აქტიური უმცირესობის მიერ უმრავლესობის დადუმებას ნიშნავს. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში უმრავლესობა არ დუმს, არ ეგუება სიცრუეს, სიყალბეს, არ სურს, რომ გადატრიალება მოხდეს. ეს ჩაეშალათ. მეორეა ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა. ესეც ვერ მოახერხეს. ვიცით, რომ საქართველოში 420 000 საჯარო მოსამსახურეა. საპროტესტო ხელმოწერა დაახლოებით, მხოლოდ 1 300-მა გააკეთა. აუცილებელია მასობრიობა, მთელი ქვეყნის მოცვა. ამასაც ვერ აღწევენ. რეგიონებში ჩასვლა მომიწია, აბსოლუტური სიმშვიდეა. თბილისშიც, ცენტრალური უბნის და რუსთაველის გარეთ რომ გახვიდე, ქალაქი თავის ცხოვრებით ცხოვრობს. ყველა თავის საქმითაა დაკავებული, პირიქით, ხალხი საპროტესტო აქციებით წუხდება, რადგან გზებს კეტავენ, ქუჩების პარალიზებას აკეთებენ.
ამ პროტესტანტებს დაახლოებით 4-5 000-იანი აქტივი ჰყავთ. ვინ შედის აქ: პოლიტიკური პარტიის აქტივისტები (4 პოლიტიკური პარტიის, რაც ჰყავთ, კოლექტიური ნაცები), NGO სექტორი, 600 NGO უცხოურ გრანტებს იღებს და ამით კომფორტულად ცხოვრობენ, ხელფასი 7-8 ათასი დოლარი აქვთ. ამის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, გარედან დავალებებს იღებენ, აქ შედის მოტყუებული ხალხი. ძირითადად, ახალგაზრდობა, რომელთაც ცოდნა და გამოცდილება იმდენი არ აქვთ, რომ გაერკვნენ, თუ რა ხდება მსოფლიოში, რეგიონში, საქართველოში. ეს ჯამში 4-500 ადამიანია. თუ დავაკვირდებით, დრონების კადრებს ყოველდღიურად გავაანალიზებთ, მათი აქციები იყო შემდეგი: ყველაზე ბევრი პირველ დღეს იყო, როდესაც 10 000 ადამიანი გამოვიდა, მეორე დღეს იყო 8 000, მესამე დღეს 6 000. იმის შემდეგ დაახლოებით 4-5 000 ადამიანს ინარჩუნებენ. საიდან ვიცით ეს: ამერიკელი პროფესორის, ჯეიკობსის მასობრივი აქციის დათვლის მეთოდი არსებობს. ითვლება ასე: უნდა გაზომო ფართობი, სადაც დგანან, შემდეგ სიმჭიდროვის მიხედვით უნდა გაამრავლო ციფრზე. მაგალითად, არამჭიდრო მიტინგზე დგას 1 ან 2 ადამიანი, 1 კვადრატულ მეტრზე, პარლამენტის წინ მოედანი 5 000 კვადრატული მეტრია, შესაბამისად, თუ გავამრავლებთ 1-ზე ან, 2-ზე მივიღებთ შესაბამის რიცხვს. მაგრამ, ვხედავთ, რომ პარლამენტის წინ მოედანს ვერ ავსებენ, მაგრამ მათი ტელევიზიებით კადრებით მანიპულირება ხდება. ეს ვიდეო ოპერატორის ხელოვნებაზეა დამოკიდებული. იღებენ იმ კუთხით, გამოჩნდეს, რომ თითქოს, ბევრია. ამ დროს დრონით გადაღებული კადრებით, ჩანს, რომ სიმჭიდროვე ცოტაა. 4 -5 000 ადამიანზე მეტი არ ესწრება. რაც შეეხება პროფესიების, კუთხეების მიხედვით მარშებს, აქაც ერთი და იგივე აქტივი მონაწილეობს. ერთი და იგივე ადამიანი ხან სვანურ ქუდს დაიხურავს, ხან ექიმის ხალათს ჩაიცვამს. პროტესტების მეხუთე დღეს უკვე ნათელი იყო, რომ გადატრიალების სცენარი ჩაუვარდათ. ამიტომ ვითომ დარგების, კუთხეების, სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, ასე ვთქვათ, მოქოქვა სცადეს. ძირითადი აქტივი ერთი და იგივე ხალხია. მასობრიობას ვერ მიაღწიეს, ვერც მიაღწევენ. ჩვენ მეგობრებთან ერთად გამოკითხვა გავაკეთეთ, არჩევნების შედეგების მიხედვით, დავუსვით კითხვა, არჩევნების შედეგები მიუღებელია 20%-სთვის, დანარჩენისთვის მისაღებია. ოპოზიცია – ესაა კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”. ფაქტობრივად, ამათ არც ევროპა აინტერესებთ, არც არაფერი, აინტერესებთ, რომ მიშა დააბრუნონ. “ნაცები” არიან, სექტა, ფაქტობრივად, ლიბერალურ ფაშისტურ ტექნოლოგიას არიან ამოფარებულები, უცხოელი სპონსორები ჰყავთ, ე.წ. ომის პარტია. ინდიკატორებიდან, რომელიც უნდა იყოს იმისთვის, რომ გადატრიალება წარმატებული გამოდგეს, ვერცერთი ვერ შეასრულეს.
სტუდენტებს რაც შეეხება – საქართველოში 161 000 სტუდენტია. ვხედავთ, რომ მათთან 2 000, მაქსიმუმ 3 000 მიდის. ახალგაზრდებიც ვერ აიყოლიეს, ამიტომაც სკოლებს მიადგნენ. გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა, სკოლის მოსწავლეების გამოყვანა უნდოდათ. მოედანი რომ შევსებულიყო, რომელსაც ვერ ავსებდნენ”- განაცხადა გოგავამ.
მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დასრულდა.
“რას ველოდებით: სანამ დაფინანსება მოსდით (მსუყე დაფინანსება აქვთ), მანამდე ხელფასის და ჰონორარის ასაღებად ივლიან. როგორც კი დაფინანსება შეწყდება, ეს აქციებიც შეწყდება. აგორება ვერ შეძლეს, აქციებს ხასიათს მასობრიობა ვერ მისცეს. ესენი 20 იანვრამდე იხმაურებენ, დისკომფორტი გვექნება, რუსთაველს აფუჭებენ, წვავდნენ, ახლა ძალადობრივი ქმედებებს აღარ იყენებენ, რადგან პირველ რამდენიმე დღეში ფიზიკური შენიშვნები საკმაოდ მიიღეს. მაგათ ჰყავთ პროტესტანტები და პლუს მომზადებული “შტურმავიკები”, ე.წ. ზონდერები, დაახლოებით 500-700 ადამიანი. ამათგან 400-ზე მეტი დაკავებულია, ნაწილი გამოუშვეს. ეს “შტურმავიკები” ხელისუფლებამ ფაქტობრივად, გაუნადგურა, რაღაც ნაწილი შერჩენილია, მაგრამ ძალა აღარ აქვთ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დასრულდა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ახლა ვართ იმ პროცესში, როცა მეხუთე კოლონის პატრონები უცხოეთიდან ცდილობენ, საქართველო და ხელისუფლება დასაჯონ დაუმორჩილებლობისთვის, იმისთვის, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვეს. გარკვეულ პირებზე სანქციები შემოიღეს, შეიძლება, კიდევ რაღაც გააკეთონ. რატომ მოხდებოდა ომში ჩართვა? ვიცით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის და ნატოს ომი მიმდინარეობს, სადაც ნატოს უპირატესობა არ აქვს, სიტუაცია გაეჭედათ, ამიტომ კონფლიქტის დამატებითი კერები სჭირდებათ, რომ რუსების ძალები დაქსაქსონ. ასეთი კერები შეიძლება, იყოს საქართველო, აზერბაიჯანი, ბალტიისპირეთი, მოლდოვა. უკვე ვხედავთ, რომ ახლა რიგში დნესტრისპირეთი და ბალტიისპირეთია. საქართველოში ეს მცდელობა ჩაუვარდათ. ესტონეთის პრეზიდენტს დაუსვეს კითხვა, მოსახლეობაში შიშია, რომ ომში ჩაგვრთავენო. მან თავი იმართლა, რომ თითქოს, ეს არ იქნება. ესტონეთში ომის თემა სერიოზულად აგორდა. ამიტომ აქტიურობდნენ ბალტიისპირელი დეპუტატები, აქ რომ ჩამოდიოდნენ. იცოდნენ, თუ საქართველოში ომის გაჩაღება ვერ მოხერხდებოდა, მათ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება მოუწევდათ, მათ უკვე სთხოვენ ამას. ისინიც დიდწილად გარე მართვაზე არიან. ეს დღე მათაც დაუდგათ. იგივეა მოლდოვა, დნესტრისპირეთში ზეწოლა იქნება. მაგრამ, ველოდები, რომ 20 იანვრის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება”- განაცხადა გოგავამ.