კოტე ჟღენტი: სანქციები დიპლომატიურ ჩარჩოებში ნამდვილად არ ჯდება, მეგობრობას რომ თავი დავანებოთ

დიპლომატი კოტე ჟღენტი ესტონეთის და ლიეტუვას გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ეხება, “იმედის” ეთერში გამოეხმაურა.

„დიპლომატია ომების დროსაც კი არ ჩერდება. გზების მოჭრა და ხიდების დაწვა დიპლომატიისთვის დამახასიათებელი არ არის. დიპლომატიისთვის დამახასიათებელია საუბარი, მოლაპარაკება. თუ კი რამე საკითხში ვერ ერკვევი შეგიძლია იმ მხარეს, რომელსაც შენ გინდა პასუხი მოსთხოვო, დაუკავშირდე, შეეკითხო, მიიღო მისგან პასუხი და ა.შ.

ბალტიელების ქცევა ამ ბოლო პერიოდში ჩვენს მიმართ გარკვეულ კითხვებს ბადებს. როდესაც გიხსნიან რაღაცას, თუ გინდა, რომ გაიგო უნდა შეეცადო, რომ გაიგო არგუმენტები, რომლითაც გესაუბრებიან ან შენი საკითხი დააყენო და საკუთარი არგუმენტები წარმოადგინო და დიპლომატიურად მოაგვარო ეს ყველაფერი და არა იმ გადაწყვეტილებით, რომ სანქციები დაუწესო ხელმძღვანელ პირებს სხვა სახელმწიფოში. ეს დიპლომატიურ ჩარჩოებში ნამდვილად არ ჯდება, მეგობრობას რომ თავი დავანებოთ“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები