“ქართველებს და საქართველოს ევროპასთან ემოციური ბმა აქვთ” – ბოჭორიშვილი

“ქართველებს და საქართველოს ევროპასთან ემოციური ბმა აქვთ, ამიტომაც, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირი დღეს საუკეთესო ორგანიზაციაა მსოფლიოში ადამიანის უფლებების, ეკონომიკის განვითარების და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.

„არსებობს ემოციური ბმა ევროპის კავშირთან. ზუსტად ამიტომ, ქართველების დიდი უმრავლესობა ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები