“ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი პროგრამა დაფინანსებული იყოს ჩვენივე სახსრებით” – გორდულაძე
“ბიუჯეტი არა თუ ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის არის. როდესაც [პარტნიორები] ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ დავაფინანსებთ და ქართველ ხალხზე უნდა გავაკეთოთ აქცენტიო, ეს პირდაპირი ტყუილია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
“თუ თანხები მიდიოდა ბიუჯეტში და საკითხავია, რამდენი მიდიოდა, მაშინ გამოდის, რომ ქართველ ხალხს აღარ უნდა მოხმარდეს, მაგრამ უნდა მოხმარდეს მათ აგენტურას და ჯაშუშებს. ამ ჯაშუშების მხარდაჭერა ხომ არახალია. გრანტების ჩანთას ყველამ თავი დაანებოს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი პროგრამა დაფინანსებული იყოს ჩვენივე სახსრებით. თუ ვინმეს უნდა, რომ თავიანთი წარმომადგენლები და დავალებების შემსრულებლები დააფინანსონ, სწორედ ამიტომ არის გამჭვირვალობის კანონი ჩვენ ქვეყანაში მიღებული, რომ ყველამ კარგად ნახოს, საიდან წამოსული თანხები ვის ერიცხება და რაში იხარჯება”, – აღნიშნა გორდულაძემ.