მამუკა მდინარაძე: სხვადასხვა გზით ხდება დაფინანსება იმ კამპანიების, რომელიც ხელს უწყობს საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანას
“სხვადასხვა გზით ხდება დაფინანსება იმ კამპანიების, რომელიც ხელს უწყობს საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანას. ცდილობენ ე.წ. მარცხენა გზები მონახონ, რომ დააფინანსონ აგენტურული ოპოზიციის სხვადასხვა აქტივობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ამაში მონაწილეობას იღებენ „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები, იურიდიული, თუ პოლიტიკური პირები და ხდება უკაცრავად ჟარგონისთვის და „გაპრავება“ აქციის დაფინანსების. შეიძლება აღმოაჩინოთ ვინმე, რომელიც პიროტექნიკას იყიდის და დააწერს, რომ ეს არის საახალწლო ღონისძიებებისთვის, მაგრამ გუშინდელი დღისთვის რომ ემზადებოდნენ, წინასწარ ამის მტკიცებულება ხომ დავდეთ?! ორი მილიონით მეტი პიროტექნიკა რომ გაიყიდა, ვიდრე წინა წელს, ეს ჯიბის ფული არ მოუტანია არავის – არც ხოშტარიას. ხოშტარია მოიტანდა რუბლებს გადახურდავებულს ლარებში, ან დოლარებში. გამჭვირვალობის შესახებ კანონი მართლაც ამისთვის იყო და არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, რა თანხები შემოდის და რას ხმარდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.