“თუ ვერ ხედავ დასახიჩრებულ პოლიციელს, დამწვარ პოლიციელებს, მაშინ შენ ხარ სუბიექტური და ვიღაც თუ რაღაც გაიძულებს, რომ ასე ილაპარაკო, ტენდენციურად” – მდინარაძე
“შენ თუ ვერ ხედავ დასახიჩრებულ პოლიციელს, დამწვარ პოლიციელებს, ქვებს თუ ვერ ხედავ პოლიციელის თავში ნასროლს, მაშინ შენ ხარ სუბიექტური და ვიღაც თუ რაღაც გაიძულებს, რომ ასე ილაპარაკო ტენდენციურად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“აქეთ, როდესაც ერთ მხარეს ვგმობთ რაღაცას, ჩვენ სუბიექტური პოლიტიკოსები, ისე, უბრალოდ, ტრაფარეტულად კი არ ვგმობთ, ამაზრზენს და ამორალურს ვეძახი კვირაზე მეტია იმ ყველაფერს, რაც ვნახეთ, მაგალითად სახეზე წიხლით ცემას ადამიანისას. ამაზრზენს და ამორალურს, ყველაზე უარესს მე ვიძახი. იმავდროულად, ვამბობ, რომ ასევე ამაზრზენი და ამორალურია შენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდე, წვავდე პოლიციელებს, ამისი მცდელობა გქონდეს. ასახიჩრებდე, სხეულის დამწვრობებს აყენებდე და ამაზე არ ლაპარაკობდეს არავინ. „მოლოტოვის კოქტეილებს“ შეგვაჩვიეს. საქართველოში გაბედეს ვიღაც-ვიღაცებმა და გარედანაც გაბედეს, შეგვაჩვიეს, ყური და თვალი შეაჩვიეს, რომ მიტინგზე, აქციაზე, სადაც ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“, ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ ეს არის მშვიდობიანი. აი, ეს არის ყველაზე საშიში ტენდენცია, ეს არის ყველაზე არაობიექტურობა, ეს არის ყველაზე ბოროტი ტენდენცია“, – აღნიშნა მდინარაძემ.