რატი იონათამიშვილი: გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს არ ცვლის

“ქართული ოცნების” წევრი, რატი იონათამიშვილი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვას – ეს ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს არ ცვლის. ამიტომ ძალიან გაუგებარი და ღიმილის მომგვრელი იქნება. რაც მთავარია ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანობა იმარჯვებს ყველა შემთხვევაში და ყველა ეტაპზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდამჭერი პოზიციების მქონე ქვეყნების რიცხვი გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს დინამიკა კიდევ უფრო პოზიტიური იქნება,” – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები