“ოპოზიციას მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის პრეზიდენტი უნდა იყოს აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე” – გორდულაძე

“ოპოზიციას მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის პრეზიდენტი უნდა იყოს აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ოპოზიციას უკვე მეორე ისეთი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის პრეზიდენტი უნდა იყოს აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე – ასეთია მიხეილ სააკაშვილი და ახლა სალომე ზურაბიშვილი. ასე სწამთ და ასე სჯეროდეთ. მთავარია, ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებას იღებს. საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები