“რომ არა მმართველი პარტიის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, გუშინ თბილისში იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება” – მდინარაძე

“რომ არა მმართველი პარტიის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, გუშინ თბილისში იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება, გაცილებით დიდი, ვიდრე წინა დღეებში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ერთი წამით წარმოვიდგინოთ, გუშინ კალასის პირველივე განცხადება იყო, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისაუბრებენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. რომ არა 28 ნოემბრის განცხადება და რომ არა ის ინფორმაცია, რაც ქართულ საზოგადოებას 28 ნოემბრის შემდეგ მიეწოდა, რომ არა ის გადაწყვეტილება, წარმოიდგინეთ რა შეიძლებოდა მომხდარიყო გუშინ და ამას დაამატეთ ზემოდან ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად დალაგებული გეგმა, აგენტურული ოპოზიციის, რომელიც მოქმედებაში მოვიდა შეიძლება სანახევროდ, შეიძლება მეოთხედით და ა.შ.

წარმოვიდგინოთ გუშინდელი დღე. ხომ აღარაფერი აღარ მოხდა ღამე რუსთაველზე? რომ გაივლიდით ანთებული ნაძვის ხე იყო, ილუმინაციები და ასე შემდეგ ხომ? გუშინ აქ იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება, გაცილებით დიდი, ვიდრე წინა დღეებში გვქონდა, რაც არავის არ მოგვეწონა, არავის არ მოსწონს დაპირისპირება პოლიციისა და მომიტინგეების, ძალადობა, გადამეტება ამ ძალადობის, თუ არ გადამეტება, თუ ლეგიტიმური, თუნდაც გარკვეული ძალის გამოყენება, და, რა თქმა უნდა, არავის არ მოსწონს პოლიციის მიმართ ის ძალადობის ფაქტები, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, მაგრამ გადაზღვევა იყო იმდენად საჭირო, დროული, პრევენციული და დასწრებითი, რომ ჩვენ დღეს აქ რომ წყნარად ვლაპარაკობთ და ბარბარობა დღეს ვულოცავთ ერთმანეთს, არის იმის დამსახურება გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ დავაზღვიეთ მაქსიმალურად ჩვენი პოლიტიკური სწორი გადაწყვეტილებით რისკები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები