მდინარაძე – ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიწვევაზე: ცდილობენ ე.წ. „კარწინკის“ დადგმას, რომ ტელევიზიებში რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს, ოპოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ

“ცდილობენ ე.წ. „კარწინკის“ დადგმას, სცენა უნდათ დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს, ქართული ოპოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიწვევას გამოეხმაურა.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ექსპრეზიდენტი რას იტყვის და ეს ჩემი მოგონილი არ არის, რადგან განცხადებაც გაკეთდა უკვე, რომ მათ მიიწვიეს ექსპრეზიდენტი. ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი რას იტყვის ამას მნიშვნელობა არ აქვს მათთვის და ვინც მიიწვია და ახლა ცდილობენ ე.წ. „კარწინკის“ დადგმას, როგორ წარმოდგება კენჭისყრის წინ ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლის დროს, ოღონდ უადგილო დროს იმიტომ, რომ ამ დროის გამოსვლების დრო არ არის 700-მდე ევროპარლამენტარი და ტაშს დაუკრავს ზურაბიშვილის. ეს სცენა უნდათ დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს, ქართული ოპოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები