გოგა ხაინდრავა: მინდა ვკითხო ევროკავშირს თუ გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და დანაშაულია ევრობიუროკრატების თვალსაზრისით, რამ განაპირობა ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის დასანქცირება?
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სანქციების საკითხს გამოეხმაურა.
„მე მინდა ვკითხო ევროკავშირს (რადგან ლიეტუვა ევროკავშირის წევრია) თუ გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და დანაშაულია ევრობიუროკრატების თვალსაზრისით, რამ განაპირობა ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის დასანქცირება? მე არ ვარ მთავრობის წევრი, არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი. ის რასაც მე ვაკეთებ, პრესკონფერენციებს თუ ტელევიზიებში გამოსვლებს, ეს არის ერთი ადამიანის პირადი აზრი, ანუ გამოხატვის თავისუფლება. თუ ასეთ აღშფოთებას იწვევს ევროკავშირის ბიუროკრატიაში ის რაც საქართველოში ხდება და ამის გამო ისინი ამას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ, როგორ შეიძლება შეფასდეს ის, რაც განხორციელდება ჩემს მიმართ. ლიეტუვას ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ მიზეზით, რომ ის არის მშობელი. თქვენ გიორგი კობახიძე დაასანქცირეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამაა. ის რაც ჩაიდინა ლიეტუვის ხელისუფლებამ, ეს არის ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, რომელიც ამ სამარცხვინო ხელისუფლებამ განახორციელა, ისევე როგორც ამ სამარცხვინო ხელისუფლებამ ევროკავშირის, რომელიც საბჭოთა კავშირზე უარეს კავშირს დაემსგავსა“, – განაცხადა ხაინდრავამ.