“როდესაც შენ ადამიანს უწოდებ პრორუსს და რუსეთის მონას, მარტივად ცდილობ ამ ადამიანის დისკრედიტაციას” – ლევან მახაშვილი
“როდესაც შენ ადამიანს უწოდებ პრორუსს და რუსეთის მონას, მარტივად ცდილობ ამ ადამიანის დისკრედიტაციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
“არა თუ მხოლოდ უნგრეთს და სლოვაკეთს მოიხსენიებენ ხოლმე, როდესაც არ აწყობთ მათი პოლიტიკა, არამედ გავიხსენოთ, ტრამპს რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ და რას უწოდებდნენ; უწოდებდნენ პუტინის მონას და მარიონეტს.
როდესაც შენ ადამიანს უწოდებ პრორუსს და რუსეთის მონას, მარტივად ცდილობ ამ ადამიანის დისკრედიტაციას. როდესაც მათ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, რომ ჯანსაღად შემოვიდნენ შენთან ურთიერთობაში რასაც აკეთებენ არის ის, რომ რუსეთუმეობას გწამებენ და ამით ცდილობენ შენს დისკრედიტაციას. ეს არის მთელი ანატომია ამ პროცესების“, – აღნიშნა მახაშვილმა.