„როცა აქციებზე სისტემური ძალადობა ხდება ამერიკაში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ნახონ, რა საპოლიციო საშუალებებს იყენებენ ხოლმე” – გორდულაძე

“სამწუხაროა, რომ უსაფუძვლო განცხადებები კეთდება და თან არის დეზინფორმაციული. ასეთი განცხადებები იმ ადამიანების წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს, ვინც ქვეყნის ამოტრიალებას ცდილობს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„როცა აქციებზე სისტემური ძალადობა ხდება ამერიკაში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ნახონ, რა საპოლიციო საშუალებებს იყენებენ ხოლმე. ისეთი მძიმე საშუალებების გამოყენება ხდება, როგორიც არის ძაღლების, რეზინის ტყვიებისა და ბადეების გამოყენება. მომიტინგეების მხრიდან სისტემური ძალადობა მომდინარეობს, კარგად დაორგანიზებული არიან და ადამიანების ცოცხლად დაწვასაც კი ცდილობენ. ამის გათვალისწინებით ყველას მოვუწოდებთ, ობიექტურობა არ დაკარგონ“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ძალები წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ შაბათს ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად შეკრებილ ქართველ ხალხს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები