ლევან ბეჟაშვილი: ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას სათანადოდ აფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას დასავლელი პარტნიორები სათანადოდ აფასებენ.
„ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისათვის სათანადოდ აფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ მოვისმინეთ უკვე ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრები, სხვა მთავრობის წევრები, საჯარო მოხელეები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით და სამსახურებრივი პასპორტებით, მათი სანქცირება მოხდეს. ასევე აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც ფინანსურ საკითხებს შეეხება და ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს, ყველას მოუწევს სათანადო სანქცირება და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი, ევროპა, აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით და სოლიდარობას უცხადებენ მათ ბრძოლაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.