არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება ე.წ. ლურჯი პასპორტით ადამიანს შესვლა არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს – ეს გადაწყვეტილება გაუგებარია

“როგორ შეიძლება ე.წ. ლურჯი პასპორტით ადამიანს შესვლა არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს. ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და გაუგებარიც კი არის”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი არჩილ გორდულაძე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას.

მისი თქმით, მსგავსი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, სამწუხაროა.

„ჯერ ხომ უსაფუძვლოა აღნიშნული გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, საერთოდ, დაუსაბუთებელი და გაუგებარიც კი არის. როგორ შეიძლება ე.წ. ლურჯი პასპორტით ადამიანს შესვლა არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს. ტექნიკურ დონეზეც კი გაურკვეველია, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თან, მით უმეტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და ტექნიკურ დონეზეც შეუძლებელია, რომ ახლა ვიმსჯელოთ რანაირად იქნება, რა შეზღუდვასთან გვექნება საქმე. მათ შორის, განსაკუთრებით, როდესაც დიპლომატებზე გვაქვს საუბარი და დიპლომატებისთვის პასპორტის გამოყენების აკრძალვა საერთოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, არანაირ წესში და იმ მართლწესრიგში, რომლითაც სხვადასხვა სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ხდება საფუძველი ჩვენს ქვეყანაში, სკეპტიკური დამოკიდებულებები გაჩნდეს ევროპისადმი და ევროკავშირისადმი. ეს ჩვენ არ გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ და ისევ გარკვეული თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები სწორედ ამისკენ უბიძგებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები