“პატივცემულ კონგრესმენს ფაქტების გადამოწმებას ვთხოვდი, რადგან არც შაბათს და არც მას შემდეგ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა” – მახაშვილი
“პატივცემულ კონგრესმენს ფაქტების გადამოწმებას ვთხოვდი, რადგან არც შაბათს და არც მას შემდეგ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სენატორ ბენ კარდინის განცხადებას, რომ „უსაფრთხოების ძალები წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ შაბათს ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად შეკრებილ ქართველ ხალხს“.
„ამ განცხადების შემდეგ მასში თუ არა, სულ მცირე, მისი მრჩევლების გულწრფელობაში შევიტანდი ეჭვს. ამ ყველაფერზე საუბარი გასაკვირია იმ ადამიანისგან, რომელსაც 6 იანვრის კონგრესზე შტურმის თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში დემონსტრაციების დაშლის გამოცდილება აქვს. სიტყვების – წამების და სისასტიკის გამოყენება როცა ხდება, მათ ადგილზე ამ სიტყვებს ფრთხილად გამოვიყენებდი. ამ ქვეყანაში თუ ვინმეს წამების მანქანა ჰქონდა შექმნილი, ეს ყველაზე კარგად სტრასბურგის სასამართლომ იცის. მზად ვართ, ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე გავაგრძელოთ. ამ დრომდე გარკვეული ძალები ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობენ, რათა შემდეგ ამ წერტილიდან დაბრუნება შეუძლებელი იყოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.