“სამხრეთ კავკასიაში არის ხელისუფლების შეცვლის მცდელობის ტიპური პროცესი; მიზანი იყო ამ რეგიონის დესტაბილიზაცია, ეს არ გამოუვათ, ამაში ნათელია აშშ-ის ჩარევა” – ჯეფრი საქსი

“ჩვენ ვხედავთ ცხელ წერტილებს გარშემო, მაგალითად ავიღოთ საქართველო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არის ხელისუფლების შეცვლის მცდელობის ტიპური პროცესი”, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის “მდგრადი განვითარების ცენტრის” დირექტორმა და პროფესორმა, ჯეფრი საქსმა ამერიკელ ჟურნალისტ კარლოს ტაკერთან, გადაცემაში განაცხადა.

საქსის თქმით, ამაში აბსოლუტურად ნათელია აშშ-ის ჩარევა.

“ჩვენ ვხედავთ ცხელ წერტილებს გარშემო, მაგალითად ავიღოთ საქართველო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არის ხელისუფლების შეცვლის მცდელობის ტიპური პროცესი. ეს არ გამოუვათ, მაგრამ მიზანი იყო ამ რეგიონის დესტაბილიზაცია. ამაში აბსოლუტურად ნათელია აშშ-ის ჩარევა.

ჩვენ ვხედავთ რუმინეთში კიდევ ერთ უცნაურ ეპიზოდს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურში იყო და წამყვანი კანდიდატი ამბობდა, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ომი უკრაინასთან. რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ კი არჩევნები გააუქმა რუსეთის ჩარევის ბრალდებით”, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები