“საქართველოს ევროკავშირში ჰყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ხაზი, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელობით დაბლოკავს ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას” – ნინო წილოსანი

“საქართველოს ევროკავშირში ჰყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ხაზი, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელობით დაბლოკავს ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებულსაც” – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს..

“ნახეთ, რომ ბალტიის სამმა ქვეყანამ, გამომდინარე იქიდან, რომ ერთობლივ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ და ვერ აღწევდნენ იმ საწადელ მიზანს, ინდივიდუალურად მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილებები. სამწუხაროა, რომ ის ლობი, რომელიც “გლობალური ომის” პარტიას აქვს, თუნდაც ევროკავშირის თუ დასავლეთის სხვა ინსტიტუტებში და სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში, ბოლო აქტივობებს აკეთებს და ფაქტობრივად, ეს ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებაა, ბოლო კუდის მოქნევასავით იყო”, – განმარტა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები