“პოლიტიკური ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს 16 დეკემბრისათვის, მაგრამ 28 ნოემბერს მივიღეთ ამ ყველაფრის დამზღვევი გადაწყვეტილება, ჩვენ სერიოზული რამის პრევენცია მოვახდინეთ” – მდინარაძე
“ევროპა ვინმეს ხელში ვერ იქნება გამოყენებული, როგორც შანტაჟის იარაღი, ჩვენი გადაწყვეტილებით ამისი დაზღვევა, პრევენცია მოვახდინეთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ სანქციების შესაძლო დაწესებაზე ისაუბრა.
„მორიგი მავნებლობაა, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა მიეღოთ 16 დეკემბერს. პოლიტიკური ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს 16 დეკემბრისათვის, მაგრამ ჩვენ დავასწარით და 28 ნოემბერს მივიღეთ ამ ყველაფრის დამზღვევი, მაპრევენცირებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, შანტაჟის იარაღად ევროპის ფაქტორს ვერავინ ვერ გამოიყენებს, რადგან ევროპა არ არის შანტაჟი, ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით შექმნილი სახელმწიფოთა გაერთიანება და საქართველო არის ევროპა ამ ფასეულობების გათვალისწინებით და არა მათ გარეშე. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვამბობთ თამამად, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ზუსტად ამას ვგულისხმობთ. ევროპა ვინმეს ხელში ვერ იქნება გამოყენებული, როგორც შანტაჟის იარაღი, ამისი დაზღვევა, ამის პრევენცია მოვახდინეთ. ამაზე ძალიან დარდობენ ვიღაცები, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვებოდიშებით ჩვენს საზოგადოებას, რომ უკაცრავად, განერვიულებთ, მაგრამ ძალიან სერიოზული რამის პრევენცია მოვახდინეთ. მათ შორის, ბოლო დღეებში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ეს“, – განაცხადა მდინარაძემ.