არჩილ გორდულაძე „ქართულ ოცნებას“ აქციებზე ლაზერის გამოყენების აკრძალვის ინიციატივით მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ გორდულაძე „ქართულ ოცნებას“ აქციებზე ლაზერის გამოყენების აკრძალვის ინიციატივით მიმართავს.

დეპუტატის განმარტებით, აქციის მონაწილეები ხშირად ანათებენ ლაზერებს სამართალდამცველებს და სამეთვალყურეო კამერებს, რაც პოლიციისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

“ხშირად არის გამოყენებული ეს ლაზერები იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. იმავდროულად, შესაძლებლობა ნაკლები აქვთ მოხელე სამართალდამცველებს, რომ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ, მაშინ როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს,“ – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები