შარმანაშვილი – ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე: ყველაზე ცუდი ისაა, რომ უცხო პატრონებზე არიან დამოკიდებულები და მათ მითითებებს ასრულებენ

“გაერთიანებულ პარტიებს წარსულს არავინ შეახსენებდა და არც ახსენებდა, როცა კოჰაბიტაციის ეტაპი იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მან ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე ისაუბრა.

„მაშინ არაფერი არ შეახსენეს და უთხრეს, რომ რაც იყო, იყო, მოდით, კონსტიტუციის ფარგლებში ურთიერთობა დავიწყოთო, მაგრამ თავი თავად შეგვახსენეს და თქვეს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში არ იმოქმედებენ. მათი მხრიდან საქართველოში, რევოლუციური სიტუაციების გარდა, არაფერი გაკეთებულა. როცა პარლამენტში იყვნენ, სხდომის ჩასაშლელად ნივთიერებებს ყრიდნენ, ხან მაგიდებზე ადიოდნენ. ყველაფერი გააკეთეს, რომ თავიც შეეხსენებინათ და თავიანთი წარსულიც. ამიტომ, წარსულის შეხსენება ნუ გაუკვირდებათ. საკონსტიტუციო სარჩელსაც თუ ნახავთ, იქ მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდზე არ არის საუბარი, მსგავსი ქმედებები მას შემდეგაც გააგრძელეს. ყველაფერი გააკეთეს, რომ თავიანთი რადიკალიზმიდან არ გადაეხვიათ და დესტრუქციულ რეჟიმში ყოფილიყვნენ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ უცხო პატრონებზე არიან დამოკიდებულები და მათ მითითებებს ასრულებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები