უნგრეთის მთავრობის სპიკერი: უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს – პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის სანქციებს

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის სანქციებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართ, – ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, პიტერ სიიარტომ სანქციებთან დაკავშირებით ბრიუსელის წინადადებას „უაზრო და გაუმართლებელი“ უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო საქართველოზე ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომელსაც მან უწოდა „მთელი ერის შეურაცხყოფა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები