“ახალი პრეზიდენტისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ის არასდროს მისცემს თავს უფლებას, გავიდეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან; მოემსახურება მხოლოდ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს” – ქადაგიშვილი

“სალომე ზურაბიშვილის ურჩობა ნიშნავს ერთ რამეს, რომ ის ვერ ელევა თავის ამ მდგომარეობას და ზოგადად ის უკვე 2 წელიწადზე მეტია, რაც გაურჩებულია კონსტიტუციისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

„ახალი პრეზიდენტისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ის არასდროს მისცემს თავს უფლებას გავიდეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და მოემსახურება მხოლოდ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს და არ იქნება გარე დაკვეთების შემსრულებელი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები