“ჩვენი ოპონენტები, რადიკალებად ქცეული პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთ დამკვეთებთან და პატრონებთან გამოიყენონ საკუთარი გავლენები, სანქციებს საფუძველი არ აქვს” – წილოსანი
“ჩვენი ოპონენტები, რადიკალებად ქცეული პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთ დამკვეთებთან და პატრონებთან გამოიყენონ საკუთარი გავლენები, რათა რაღაც ფორმით მოხდეს დაშინების მცდელობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„იმით თუ ვიმსჯელებთ, აქამდე რა სახის სანქციები იყო გამოყენებული და რა იყო ამ სანქციების დასაბუთება, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ რაიმე ლოგიკური საფუძვლით სანქციები გამოცხადდება და კონკრეტულად ვინმეს მიმართ იქნება. ვხედავთ სამწუხარო მოცემულობას, რომ ჩვენი ოპონენტები, რადიკალებად ქცეული პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რათა საკუთარი გავლენები გამოიყენონ თავიანთ დამკვეთებთან და პატრონებთან, რომ აქ რაღაც ფორმით მოხდეს დაშინების მცდელობა. სანქციებიც დაშინების ელემენტებს შეიცავს, რადგან სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს. ვფიქრობთ, რეალური სანქციების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.