“ის ზეწოლა, რაც რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან პაველ ჰერჩინსკიზე მიმდინარეობს, წარმოდგენას გვიქმნის, რამხელა ზეწოლის ქვეშ არის ეს დიპლომატი” – წილოსანი
“ის ზეწოლა, რაც რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან პაველ ჰერჩინსკიზე მიმდინარეობს, რომელიც მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, გვაფიქრებინებს და წარმოდგენას გვიქმნის, თუ რამხელა ზეწოლის ქვეშ არის აღნიშნული დიპლომატი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„მის ყველა წინა განცხადებას თუ გავიხსენებთ, ალბათ დავინახავთ, როგორი პოლიტიკური გავლენების და წნეხის ქვეშ იყო გაკეთებული. დიახაც, ნებისმიერი ქვეყნის დიპლომატი, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა და ემსახურება ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ შემთხვევაში პაველ ჰერჩინსკი მოიქცა. ის უნდა ხვდებოდეს როგორც მაკა ბოჭორიშვილს, ასევე, სხვა ოფიციალურ პირს. სამწუხაროა, თუ რად გადაიქცა რიგ შემთხვევაში დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები, როცა დიპლომატს იმის გამო ასირცხვილებენ, რომ მისი უფლებამოსილება კანონიერად შეასრულა“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის 9 დეკემბერს შეხვდა.